გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარ ამოცანას კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკა წარმოადგენს

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მთავარ ამოცანას კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს.
ამის შესახებ დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. 

„სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მთავარ ამოცანას კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის განხორციელება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვა წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში რეფორმები ტარდება კომპლექსურად ყველა მიმართულებით.
დღეისათვის, მზარდია მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ევროპასთან სიახლოვე, განვითარებული სატრანსპორტო კავშირები, აგროსასურსათო პროდუქციაზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნის ზრდა, არსებული წარმოების შესაძლებლობები, საქართველოს მიმზიდველს ხდის აგრობიზნესის განვითარების თვალსაზრისით“- განაცხადა დავითაშვილმა.