გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რობერტ სტურუა: ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ - თურმე ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს

10-02-2023

„მთელი ცხოვრება სიკეთეს ვადიდებდი, მაგრამ ბოროტების ფესვებსაც ვხსნიდი - როგორც შემეძლო! ბრძენი ფილოსოფოსნი მიმტკიცებდნენ რომ ადამიანი გახრწნილი მხეცია, თავისუფლების და სიყვარულის მტერი!“- ასე პასუხობს რეჟისორი რობერტ სტურუა სიმონ ჯანგულაშვილის წერილს.


მისი თქმით, ნაც-პუტინისტები იბრძვიან პატიოსნების და სიკეთის ჩასაქოლად და თუ გადახედავთ ისტორიას, ქართველებს, ვინც ცდილობდა რომ სიკეთეს გაემარჯვა ყველას ნაც-პუტინისტებმა მოუღეს ბოლო!


“სწრაფი პასუხი ს ვ ი ჯ ა ნ გ უ ლ ა შ ვ ი ლ ს! (თუ მაცლის ბოროტებით დანაყრებული ბრბო, მერე კიდევ მოგწერ!) ძვირფასო სვიმონ, მთელი ცხოვრება სიკეთეს ვადიდებდი, მაგრამ ბოროტების ფესვებსაც ვხსნიდი - როგორც შემეძლო! ბრძენი ფილოსოფოსნი მიმტკიცებდნენ რომ ადამიანი გახრწნილი მხეცია, თავისუფლების და სიყვარულის მტერი! რომ ძალადობა, “კაც კლა”, სიცრუე და და სხვისი დამონება მათი სანუკვარი ოცნებაა! ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ - თურმე ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს - საქართველოში მაგალითად ნაც-პუტინისტები იბრძვიან პატიოსნების და სიკეთის ჩასაქოლად! მაგრამ ხომ “ყველა სიკეთე, რაც არსებოს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც - ს ი კ ე თ ე ს, ს ი კ ე თ ე ს თესავს!” მაგრამ სამწუხაროდ, თუ გადახედავთ ისტორიას, ქართველებს, ვინც ცდილობდა სიკეთეს რომ გაემარჯვა - პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკას, მოაზროვნეს - ყველას ნაც-პუტინისტებმა მოუღეს ბოლო! უნიჭო, არაფრის შემქმნელმა არარაობამ! რ.”- წერს რობერტ სტურუა.