გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

10-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.


"მინდა გამოვთქვა ვჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.


საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.