გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტრასეკას გენერალური მდივანი: დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის

10-02-2023

„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრასეკას მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია, პრიორიტეტები გადახედილ იქნა და დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის", - აცხადებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის „ტრასეკას" გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელიც თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს.


როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, ტრასეკას პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, შექმნან საკანონმდებლო საფუძველი საზღვრების გადაკვეთის, შეზღუდვების თავიდან აცილების, გადაზიდვების გაუმჯობესებისთვის ერთიანი სატრანსპორტო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.


რაც შეეხება დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორისაა კასპიის ზღვაზე ახალი გემის მიღების კონცეფცია, გადაზიდვების საფასურის შემცირების მიზნით - კასპიის ზღვაზე ბორნის საშუალებით.


აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება. დღეს კი სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ასევე ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. ამასთან, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება.


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა, მიმართულია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ ტარიფების წარმოების ერთიანი მიდგომა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რათა ის მიმზიდველი იყოს ჩვენს მარშრუტებზე. დღესდღეობით ამ ტარიფებს თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არსებობდეს, შეგვეძლოს ამა თუ იმ სატარიფო შეღავათების გამოყენება, რათა საბოლოო ტარიფი კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს", - აღნიშნა „ტრასეკას" გენერალურმა მდივანმა.