გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ“ - რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს

10-02-2023

 „როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ, რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ნათელაშვილს არა, ნაცებს ვპასუხობ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ჰქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა!


რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზეც უკვე მერამდენეჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით: ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად!


თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!“, - წერს იონათამიშვილი ფეისბუკზე.