გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

11-02-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა.


მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. ცერემონიალის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა. 


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და  ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.