გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული.

ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სახელმწოფოს მიერ შემუშავებულია ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის მარკეტინგული სტრატეგიული გეგმა, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის, როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორიის შექმნა, სამიზნე ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობა და, შედეგად, ექსპორტის ზრდას. 
2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო. 2017 წელს, მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე“- განაცხადა დავითაშვილმა.