გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: 18 მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების ბაღები გაშენდება

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 18 მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენდება.

ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 18 მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენდება. კენკროვნების განვითარების კომპონენტის განხორციელებიდან მე-4 წელს ჯამურად იწარმოება 6 900 ტონამდე პროდუქცია, რომლის ღირებულებაც 28,480,000 ლარი იქნება.

ამავე დროს, მრავალწლოვანი ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, თანამედროვე ბაღები გაშენებულია 5,400-ზე მეტ ჰექტარზე“- განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმითვე, დაწყებულია ფერმერთა რეესტრის შექმნის პროგრამის განხორციელება.
„სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, დაწყებულია ღონისძიებები ფერმერთა რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემის შექმნის მიმართულებით“- განაცხადა დავითაშვილმა.