გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: მელიორირებული მიწების ფართობები წლიდან წლამდე იზრდება

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება მელიორირებული მიწების ფართობები.

ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. ეტაპობრივად ხორციელდება მორწყვის თანამედროვე სისტემების დანერგვა. 2020 წლისათვის დაგეგმილია ჰიდრომელიორირებული ფართობების 15-20%-ით გაზრდა“- განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამაზეც - „ახალგაზრდა მეწარმე“ ისაუბრა.
„პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ძირითად ამოცანას ახალგაზრდებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში დაფინანსდება 250 ახალგაზრდა მეწარმე, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 9.5 მლნ ლარს. 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დამტკიცდა 91 ბიზნეს გეგმა და გაფორმდა 18 ხელშეკრულება“- განაცხადა დავითაშვილმა.