გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ზარქუა მუზეუმში მომხდარ ფაქტზე: ფსევდო ლიბერალების გამოგონილი თემაა და ჰგონიათ, ამით საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ რომ თურმე იჭერენ, არავინ არავის იჭერს

12-02-2023

ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ფსევდო ლიბერალების გამოგონილი თემაა, რომლებსაც ჰგონიათ, ამით საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ.


მისივე თქმით, მიუღებელია რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და შეიძლება მაქსიმუმ ჯარიმა გამოუწერონ. 


„გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო. ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოჰყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვს და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ“- განაცხადა ზარქუამ.