გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: პროექტი „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე სექტორის საექსპორტო შემოსავლების ზრდას ისახავს მიზნად

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და არასეზონური იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას ემსახურება.

„სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა, ერთდროულად ემსახურება როგორც საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ასევე არასეზონური იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი პროდუქციით. 

ამ მიმართულებით აღსანიშნავია მიმდინარე სახელმწიფო პროექტი „იმერეთის აგროზონა“, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას. რის შედეგადაც: 2-3 წლის განმავლობაში წარმოება ჯამურად იმერეთის რეგიონში გაორმაგდება; გაიზრდება ყოველწლიური საექსპორტო შემოსავალი“- განაცხადა დავითაშვილმა.