გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვატო შაქარიშვილი პრეზიდენტს: ქალბატონო სალომე მუზეუმში ამ ვანდალიზმის ავტორი, სწორედ იმ ხალხის სულიერი მემკვიდრეა, ვინც თქვენს მიერ ხსენებულ ეპოქაში ნიჭს და ნიჭიერ ადამიანებს დასახვრეტად დასდევდა

12-02-2023

მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქ” სტატუსს ეხმიანება, რომელიც მუზეუმში მომხდარ ფაქტს აფასებს. შაქარიშვილი პრეზიდენტის მისამართით წერს, “უადგილო გამოხტომებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ - ჭეშმარიტ ხელოვნებას და რეპრესირებული ხელოვანების სახელს.”

 

“თავისუფლებაზე მგზნებარე ლოზუნგებით შეფუთული ვანდალიზმი და ბანალური უნიჭობა! პრეზიდენტს 30-იან წლებთან გაუვლია პარალელები… ქალბატონო სალომე! მუზეუმში ამ ვანდალიზმის ავტორი, სწორედ იმ ხალხის სულიერი მემკვიდრეა, ვინც თქვენს მიერ ხსენებულ ეპოქაში ნიჭს და ნიჭიერ ადამიანებს დასახვრეტად დასდევდა! მას არაფერი საერთო არ აქვს ხელოვნებასთან და მით უფრო, ხელოვნების თუ აზრის თავისუფლების იდეას შეწირულ ნიჭერ ადამიანებთან! ამიტომ, უადგილო გამოხტომებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ - ჭეშმარიტ ხელოვნებას და რეპრესირებული ხელოვანების სახელს!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.