გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კახეთში ახალი სამმართველო გახსნა

13-02-2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ.თელავში კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა - ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

ქალაქ თელავში (ერეკლე II-ის გამზირი, №16) ახლად გახსნილი ოფისი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის და ამოცნობის ოთახებით, ტელეხიდის სისტემებით, ბავშვის გარემოზე მორგებული არასრუწლოვნის ოთახით.

 

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელებს საშუალებას მისცემს კახეთის რეგიონში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას ახლად გახსნილ ოფისში შეუდგნენ.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასათანადო მოპყრობის და მისი ქვემდებარე დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების გახსნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გეგმავს.