გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს - ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას

13-02-2023

„საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ, თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს. ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი ევროპისთვისაც და საქართველოსთვისაც, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. 


მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა ღირსების შელახვად არ უნდა უჯდებოდეს.


„ევროპა თუ ფოტიგად და კუბილიუსად დარჩა, მაშინ ჩვენ მასთან შესვლა გამოგვივა და არა ევროპაში. 


თუ მიშაა ევროპა, თუ ომი და უსამართლობაა ევროპა, მაშინ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. თუ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩემი, როგორც ქვეყნის ღირსება ილახება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მეორადი ქვეყნის სტატუსით ევროპაში შესვლა არ ეკადრება საქართველოს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.