გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

13-02-2023

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.


ირაკლი სოფელ თელიანის მკვიდრია, მან ვარჯიში სოფელ მეტეხში ნუგზარ მამულაშვილთან დაიწყო, რომელსაც მის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

 

ვულოცავთ 20 წლის ირაკლის და ნუგზარ მამულაშვილს დაუღალავი შრომის ფასად მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ.

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის ღია პირველობა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

 

კასპის მერია ირაკლი დემეტრაშვილს გამარჯვებას ულოცავს.