გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი-ოკუპირებული აფხაზეთის შავი სია

15-07-2018

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთი შავი სიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს. სია 26-კაციანია.

„ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები - ბაჩო ახალაია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.

შავ სიაში შესულ 26-ვე პირს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

"guriis moambe"