გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩიბურდანიძე: ქუჩაში აქციების მართვა თავის სტანდარტებს ითხოვს; უნდა არსებობდეს იდეა, ლიდერს უნდა ჰქონდეს ინტელექტი და ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯი - ხაბეიშვილი კი კომიკური პერსონაა

14-02-2023

„პოსტივის“ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ და უკვე ჩატარებულ აქციებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ქუჩის აქციებს იდეა და ინტელექტუალი ლიდერი სჭირდება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს:

 

„ქუჩაში აქციების მართვა თავის სტანდარტებს ითხოვს: ლიდერს უნდა ჰქონდეს ინტელექტი, რომელიც ხაბეიშვილს არ აქვს; უნდა არსებობდეს იდეა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია; ლიდერს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯი - ხაბეიშვილი კი უბრალოდ კომიკური პერსონაა; ლიდერს, თავის მიერ შექმნილი ისტორიით, ხალხთან საუბრის უფლება უნდა ჰქონდეს - ხაბეიშვილი კი ამ კრიტერიუმებიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებს და რამდენიმეკაციანი აქციებით თამაშობს სპექტაკლს, რომ ნაპერწკლიდან ალი, ანუ რევოლუცია აინთება“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ.