16-07-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა - 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. ბიჭუნა არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.