14-02-2023
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას მოსახლეობასთან ციფრული წიგნიერების შესახებ სემინარები ჩაატარა.
სამდღიან აქტივობაში 40-ზე მეტი ადგილობრივი ჩაერთო და ინტერნეტის გამოყენების საბაზისო ცოდნა მიიღო. მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერადLog-in Georgia-ს პროექტი ხორციელდება, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia-ს პროექტი საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მსოფლიო ბაკნისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.