გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება

14-02-2023

ყველა სუბიექტი, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოური ძალებიდან ივსება, ვალდებული იქნება, რეესტრში ძალიან მარტივი ფორმა შეავსოს და დარეგისტრირდეს - სხვა არანაირი შეზღუდვა და ვალდებულება არ იარსებებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ბრიფინგზე, რომელზეც საზოგადოებრივმა მოძრაობამ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება.


მისივე თქმით, მსგავსი რეგულაცია უკვე არსებობს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში და კანონპროეტი საჯაროობის პრინციპს ეფუძნება.


„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ქვეყანაში ვინ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენ იცით, რომ „ენჯეოები“ და მედიასაშუალებები გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში არიან ჩართულები.


ბუნებრივია, ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ისინი საიდან ფინანსდებიან. სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად გადაიქცა. არასამთავრობო სექტორი ნიშნავს, რომ ის საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს დაეხმაროს, თავისი მოსაზრებები მიაწოდოს... ჩვენ ვნახეთ, რომ მათგან მოსაზრებების მიწოდებაზე აღარაა საუბარი - ითხოვენ, თავიანთი 10 შენიშვნიდან 10-ვე გათვალისწინებული იყოს, თუ არადა, ქუჩაში გადიან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ავანსცენაზე დგანან და ხალხს ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებელია.


თუ უნდათ, იყვნენ პოლიტიკური პარტია, დარეგისტრირდნენ პოლიტიკური პარტიად. თუ უნდათ, იყვნენ არასამთავრობო სექტორი, იმოქმედონ ისე, როგორც ეს მაგ. აშშ-ში და ისრაელშია“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.