გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძე OECD - ის მინისტერიალში მონაწილეობს

14-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მონაწილეობს საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ მინისტერიალში.


შეხვედრის ძირითადი თემაა: პასუხისმგებლიანი  ბიზნესის   ხელშეწყობა  და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში (Promoting and enabling responsible business conduct in the global economy).


გენადი არველაძე მოხსენებას გააკეთებს სესიაზე, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.


მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები. მინისტერიალი OECD - ს გენერალური მდივანმა მათიას კორმანი გახსნა. შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.


ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა OECD - ს  დირექტორთან ანდრიას შაალთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე განიხილება ქ. თბილისში, 2023 წლის ივნისში დაგეგმილი  OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი.