გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჭიათურის მერმა რესტორანში იჩხუბა

16-07-2018

ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში მუნიციპალიტეტის მერს, პაატა ნადირაძესა და სხვა სუფრის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

თვითმხილველის ინფორმაციით, დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქალიც ფიგურირებდა.

„რესტორან „შუა გზაში“ მოხდა ჩხუბი. ჩვენს სუფრასთან მოვიდა ერთი ჭიქა ღვინო დალია და ჭიქა დაარტყა მაგიდაზე, რასაც უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. შემდეგ ჩვენი თანამშრომელი გავიდა გარეთ, ტელეფონზე საუბრობდა, გაყვნენ ესენი და ცემეს, ერთ-ერთმა ქალბატონმა ბოთლი ჩაარტყა თავში და გათიშა. ეს ქალი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. მერიც მონაწილეობდა, ჩემს თანამშრომელს ერთი დარტყმა მიაყენა“- განაცხადა თვითმხილველმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბრისას.