გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: მოდუნდით ათასი რჯულის "ენჯეოშნიკებო", უსამშობლოებო და გაამზადეთ დოკუმენტაცია, ფინანსური ვალდებულებების წარმოდგენა მოგიწევთ ქართული საზოგადოების წინაშე

15-02-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Euractiv-ის სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითხოვს.


ქადაგიძის თქმი, რა კანონიც დააინიცირა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალამ“, არის ამერიკული ფედერალური აქტის ქართული ანალოგია და შედგენილია ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ასეთი კანონის აუცილებლობა დაინახა ევროდეპუტაციამ და შესაბამისად ინიცირებას აპირებენ.


„გუშინ მოძრაობა "ხალხის ძალამ" რა კანონი დააინიცირა ხომ გახსოვთ? ჰო და ახლა გამოდით ყველა რჯულის პოლიტიკანები, ვინც ხალხის ძალის ინიციატივას ანტიევროპულს უწოდებდით და თქვით: აააა? რაო, ევროპის სახალხი პარტია ანტიევროპულია თუ როგორაა საქმე? მოკლედ, "ხალხის ძალის" კანონი არის ამერიკული ფედერალური აქტის, ქართული ანალოგია და შედგენილია ევროპული გამოცდილების შესაბამისად.


ასეთი კანონის აუცილებლობა დაინახა ევროდეპუტაციამ და შესაბამისად ინიცირებას აპირებენ. ესეც თქვენი საერთაშორისო "feedback"-ი. მოდუნდით პოლიტიკანებო, ათასი რჯულის "ენჯეოშნიკებო", უსამშობლოებო და გაამზადეთ დოკუმენტაცია, ფინანსური ვალდებულებების წარმოდგენა მოგიწევთ ქართული საზოგადოების წინაშე!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.