გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: კუბილიუსის კი არა, ჯალალ ედ-დინის წესებით არ უცხოვრია ქართველს, თავის მოსაკვეთად გამზადებული ხმალი რომ ედო კისერზე მაშინ!

15-02-2023

რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?! არ გვინდა ბატონო! არ გვინდა! საქართველოზე რომ აკომენტარებ დღეში შვიდჯერ, გადაშალე ამ ქვეყნის ისტორია, ორი პწკარი მაინც წაიკითხე! ან თუნდაც აწმყოში ნახე ნამდვილი საქართველო და აგენტურული ქსელით ნუ შემოიფარგლები!!! - ასე ეხმიანება მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც ის აბობს - „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, „კუბილიუსის კი არა, ჯალალ ედ-დინის წესებით არ უცხოვრია ქართველს, თავის მოსაკვეთად გამზადებული ხმალი რომ ედო კისერზე, მაშინ“.

 

მისივე თქმით, ყველაზე დიდ ანტიდასავლურ საქმეს სწორედ კუბილიუსები აკეთებენ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებით.

 

„რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?! არ გვინდა ბატონო! არ გვინდა! საქართველოზე რომ აკომენტარებ დღეში შვიდჯერ, გადაშალე ამ ქვეყნის ისტორია, ორი პწკარი მაინც წაიკითხე! ან თუნდაც აწმყოში ნახე ნამდვილი საქართველო და აგენტურული ქსელით ნუ შემოიფარგლები!!! არც ერთი კავშირი, არც ერთი ორგანიზაცია არ გვიღირს ომის ფასად და ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევის ფასად! ნუ იმუქრებით! ჯერ რისი თავი გაქვთ?! თქვენივე იდიოტური სანქციები გახრჩობთ და თავზე გენგრევათ ყველაფერი! საკუთარ ქვეყნებსა და ევროპულ ღირებულებებზე ფიქრის ნაცვლად, იმაზე ფიქრობთ შობა (Christmas) რა სიტყვით ჩაანაცვლოთ! იმით იწონებთ თავს, სამთავრობო კაბინეტებში რამდენი ტრანსგენდერი და ბისექსუალი გყავთ! სისხლიანი რეჟიმის ბელადზე, თქვენივე სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებულ სააკაშვილზე ამბობთ პოლიტპატიმარიაო და მოგვიწოდებთ საავადმყოფოში გადავაყვანოთ პატიმარი, რომელიც უკვე 9 თვეა უმაღლესი დონის კლინიკაში წევს! ამ წესებით თამაშს გვაიძულებთ?! ანტი-დასავლურ პროპაგანდაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, ყველაზე დიდ ანტიდასავლურ საქმეს სწორედ კუბილიუსები აკეთებენ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებით!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.