15-02-2023
ვერც წარმომიდგენია, სტრასბურგმა რა შეიძლება თქვას მათი სასარგებლო, ერთი მარტივი მიზეზის გამო: როგორც კი ვინმე დაადგენს, რომ თვითდაზიანების საფუძველზე პირი შეიძლება გათავისუფლდეს, რაც კი მსოფლიოში სასჯელაღსრულების სისტემები არსებობს, ყველაფერი ჩამოიშლება, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დასმულ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ სტრასბურგში სარჩელის შესაძლო შეტანის თაობაზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ნებისმიერი პატიმარი შეძლებს წონის დაკლებას და თვითდაიზანების შედეგად პიროვნების გათავისუფლების პრეცედენტით, საფრთხე შეექმნება სასჯელაღსრულების სისტემების ფუნქციონირებას ყველა ქვეყანაში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, სასამართლო ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სისტემების ჩამოშლას ევროპის ყველა ქვეყანაში.
„ეს პრეცედენტი როგორც კი იქნება დაშვებული, რომ ადამიანი თვითდაზიანებას ეწეოდა, ჯერ შიმშილობა გამოაცხადა, ორი თვე იყო შერჩევით კვებაზე შიმშილობის ეგიდით, მერე შიმშილობა გადათქვა, მაგრამ იმავე რეჟიმში აგრძელდებდა კვებას - ნებისმიერი პატიმარი გააკეთებს ასე, ნებისმიერს შეუძლია იმ წონიდან ამ წონამდე ჩამოვიდეს. როგორც კი პრეცედენტი შეიქმნება, რომ ერთი კონკრეტული პატიმარი რომელსაც თან მანამდე კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული, წონის კლების გამო, მარტო ერთადერთი მიზეზით გამოვიდა ციხიდან, ხომ ჩამოიშლლება მთლიანად სისტემა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.