სამშაბათი, მაისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გია აბაშიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას

16-02-2023

ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას. გუშინვე, უცხოელი ლობისტებისა და აგენტების რეესტრის შექმნის "ხალხის ძალის" ინიციატივას რუსულ-უნგრული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დაუპირისპირდე სუვერენული სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებს, მხოლოდ "მეორე ფრონტის" გახსნით ვერ აიხსნება.

 

„ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას. გუშინვე, უცხოელი ლობისტებისა და აგენტების რეესტრის შექმნის "ხალხის ძალის" ინიციატივას რუსულ-უნგრული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. რუსეთის მავნებლურ ანტიდასავლურ პროპაგანდას ასვენებენ და თავად დასავლელი აქტორები ჩაენაცვლნენ საქართველოში ანტიდასავლური განწყობების კულტივირებაში? სხვა რაციონალური ახსნა არ მაქვს. ასე დაუპირისპირდე სუვერენული სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებს, მხოლოდ "მეორე ფრონტის" გახსნით ვერ აიხსნება.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.