გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა ოქრიაშვილი: რუსეთის აგენტურა „comingout“-ს აკეთებს საქართველოში

16-02-2023

ბატონმა ივანიშვილმა „გამოაგორა“ კობახიძე და ავტობუსების ორმაგ ფასად შემსყიდველი კალაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროპა, ევროკავშირი, დასავლეთი  და არაფერი არ უნდათ,  თუ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და თუ ვერ განაგრძობენ ამ ქვეყნის გაქურდვას, ანუ საქართველოს ბიუჯეტში ხალხის მიერ გადარიცხული გადასახადების ქურდობას - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"შეგახსენებთ, რომ ბოლო 20 წელია, ყველა კვლევა ადასტურებს ქართველი ხალხის 80 %-ის მისწრაფებას ევროკავშირისა და დასავლური ღირებულებებისკენ. ამ სამწუხარო მოცემულობაში, ერთ რამ არის ძალიან კარგი - რუსეთის აგენტურა „comingout“-ს აკეთებს საქართველოში!

 

რუსეთის აგენტურა „ჩაირეცხება“ და საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში.პროცესი დაწყებულია - შედეგი გარდაუვალი!" - აცხადებს ოქრიაშვილი.