გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაზა შათირიშვილი - გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო

16-02-2023

ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში.

 

შათირიშვილის თქმით, ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა.

 

„ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო.

 

ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა“ - წერს ზაზა შათირიშვილი.