გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მტკიცედ ხდება ჩვენი სუვერენიტეტის ურყევი დაცვა, რასაც არ გვპატიობენ ფსევდოლიბერალები და სხვადასხვა ხრიკით ცდილობენ საქართველოს დაშანტაჟებას

16-02-2023

საქართველომ იწვნია საბჭოთა კავშირის 70-წლიანი რეჟიმის დიქტატურა და არ აპირებს მოითმინოს ლამაზად შეფუთული, ხალხის მანდატის არმქონე აგენტოკრატიის დესტრუქციული ქმედებები. არ აქვს მნიშვნელობა თუ საიდან მომდინარეობს ჩვენს სუვერენიტეტში უხეში ხელის ფათური, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.


აბაშიძის განცხადებით, ნებისმიერი თავმოყვარე ერის სურვილია, ქვეყნის სუვერენიტეტში გარე მოთამაშეები არ ერეოდნენ.


მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ფსევდო-ლიბერალები სუვერენიტეტის დაცვას არ პატიობენ და ყველანაირი ხერხით ცდილობენ ქვეყნის დაშანტაჟებას.


„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მართებულად ახმოვანებს ნებისმიერი თავმოყვარე ერის სურვილს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტში არცერთი გარე მოთამაშე არ უნდა ერეოდეს. საქართველომ იწვნია საბჭოთა კავშირის 70-წლიანი რეჟიმის დიქტატურა და არ აპირებს მოითმინოს ლამაზად შეფუთული, ხალხის მანდატის არმქონე აგენტოკრატიის დესტრუქციული ქმედებები. არ აქვს მნიშვნელობა თუ საიდან მომდინარეობს ჩვენს სუვერენიტეტში უხეში ხელის ფათური. ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მტკიცედ ხდება ჩვენი სუვერენიტეტის ურყევი დაცვა.


ამას არ გვპატიობენ ფსევდოლიბერალები და სხვადასხვა ვერაგული ხრიკით ცდილობენ საქართველოს დაშანტაჟებას. მათ ფიასკო ყველგან გარანტირებული აქვთ, სადაც ქვეყნის საზოგადოება ერთ მუშტად არის შეკრული.“ - წერს გია აბაშიძე.