გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ია მეტრეველი: ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ერი და ბერი ფეხზე დადგება

16-02-2023

არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხზე მოამაგე ადამიანს, დიდ ქველმოქმედსა პატრიოტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ მიაყენონ ზიანი და ცილი დასწამონ - ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

 

როგორც 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა აცხადებს, ქართველი ხალხის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

 

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხზე მოამაგე ადამიანს, დიდ ქველმოქმედსა პატრიოტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ მიაყენონ ზიანი და ცილი დასწამონ. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მის გვერდით ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ერი და ბერი დადგება ფეხზე“ - წერს ია მეტრეველი.