გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაალ მიქელაძე: ხმაური, რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ჩვენს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ მოჰყვა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მისი მიღების აუცილებლობაში

17-02-2023

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ზაალ მიქელაძე, ეხმაურება ნედ პრაისის განცხადებას, ადარებს „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის ამერიკულ და ქართულ ვერსიებს და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის გამო გამოწვეული აჟიოტაჟი მისი მიღების აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 

„რომ არა ამერიკის ეს კანონი, ჩვენ ვერ გავიგებდით ექს პრეზიდენტთან დაკავშირებით იმ ხარჯების არსებობას, რომელიც გაიღეს ლობისტური კომპანიისთვის, იმ ექსპერტების ვინაობას, ვინც იყო ჩართული იმ ე.წ 3 000 გვერდიანი გაურკვეველი დასკვნის მომზადებაში.

 

კანონპროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად გაუგებარია ეს პოზიციები. ალბათ, მალე გამოქვეყნდება ამერიკული ვერსიაც, მისი თარგმანიც და ჩვენი შესაბამისობაც. ამით ნათელი მოეფინება, რომ ამერიკული ვარიანტი არის უფრო მკაცრი, ვიდრე მისი ანალოგი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ განსახილველად პარლამენტს. ამერიკული კანონი ეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, ხოლო ქართული ეხება მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს. ამერიკული კანონი იძულებულს ხდის პირს, რომ დაარეგისტრიროს ნებისმიერი გარიგება, ხოლო ჩვენთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო რეგისტრაცია, როდესაც დაფინანსება შემოსავლის 20%-ს აჭარბებს. ასევე ამერიკაში სასჯელიც უფრო მკაცრია - იქ გათვალისწინებულია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა 5 წლის ვადით.

 

ჩვენთან კანონი შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური სანქციებით. ამ თვალსაზრისით, ეს კანონპროექტი არის შერბილებული ვარიანტი და სწორედ აქედან გამომდინარე იქნება განხილული კომიტეტებზე, სესიაზე და გვექნება იმის საშუალება, რომ ყველა დეტალი ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ცნობილი, რადგან „ხალხის ძალის“ პრინციპი არის სწორედ ის, რომ არაფერი იყოს დაფარული, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალს გავივლით ჩვენს კოლეგებთან ერთად. კომიტეტებზე კი ყველა ორგანიზაციას აქვს დასწრების უფლება.

 

უბრალოდ, გასაკვირია ამერიკული მხარის რეაქცია თავიანთ შემუშავებულ კანონპროექტზე. ხმაური, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მისი მიღების აუცილებლობაში და, იმედია, უმრავლესობის მხარდაჭერით მალე ძალაში შევა. ეს დაგვეხმარება, რომ იყოს გამჭვირვალობა, ვიცოდეთ თითოეული ორგანიზაციის დამფინანსებლის ინტერესები, რადგან არაერთხელ გვქონდა შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია მოგვევლინა ტრიბუნებთან პოლიტიკურ ლიდერად და გადატრიალებისაკენ მომწოდებლებად.

 

სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას მათ არავინ უზღუდავს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვისგან ფინანსდებიან. აქცენტს აკეთებენ მაინცდამაინც ამერიკულ და ევროპულ დაფინანსებებზე, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, დაფინანსება ჩრდილოეთიდან მოდიოდეს. მათაც აქვთ რესურსი, დააფინანსონ სხვადასხვა ორგანიზაცია და საფრთხე შეუქმნან ქვეყანას. ვერ ვხვდები, რატომ ტეხენ ამის გამო აჟიოტაჟს“, -განაცხადა ზაალ მიქელაძემ.