გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება- საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობა განიხილეს

17-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება- საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

 

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური დიალოგის საფუძველზე. პროგრამა დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებითსაქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულსტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევრომდეა.


შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ინფორმაცია მოისმინა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყეების აღდგენის გეგმის, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული საკითხების, ასევე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.


შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.