გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

17-02-2023

საქართველოს  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივის ტურისტულ გამოფენაში IMTM 2023 მიიღო მონაწილეობა.

 

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 14 კომპანია იყო წარდგენილი.

 

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, მოეწყო შეხვედრები ისრაელის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. 

 

ისრაელის ტურისტულ გამოფენაში 52 ქვეყნიდან 1760 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. IMTM 2023-ს 26 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.