გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ვიდეოზე: პირს, რომელიც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მართვის უფლება ერთი წლის ვადით აუკრძალეს; აღნიშნული ვიდეო მიზნად ისახავს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას

17-02-2023

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თითქოს მასში დაფიქსირებული სამართალდამრღვევი პირები პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ახლობლები არიან და მათ დარღვევისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. რეალურად, პირს, მართვის უფლება ერთი წლის ვადით აუკრძალეს, ხოლო ცივი იარაღის ტარების გამო, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


ქართველიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული ვიდეო არის მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ემსახურება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ გამიზნულ დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას.


„სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თითქოს მასში დაფიქსირებული სამართალდამრღვევი პირები პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ახლობლები არიან და მათ დარღვევისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. ვიდეო აქტიურად აიტაცეს "მთავარმა არხმა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა. რეალურად კი, სამართალდამცველებმა პირს, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მართვის უფლება ერთი წლის ვადით აუკრძალეს, ხოლო ცივი იარაღის ტარების გამო, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რაც შეეხება თანმხლებ პირს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, პოლიციამ იგი კანონის შესაბამისად, წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.


აღნიშნული ვიდეო არის მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუტზე, ემსახურება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ გამიზნულ დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას. დღეს პოლიცია 24-საათიან რეჟიმში, თავდაუზოგავად მუშაობს და ებრძვის ყველანაირ კანონდარღვევას. საწინააღმდეგოს ჩვენება სურდა ვიდეოს ავტორს, რომელიც ალბათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერია და ვიდეოც არასრულად გაავრცელა, რათა არ ეჩვენებინა პოლიციის რეაგირება სამართალდარღვევაზე“- წერს ქართველიშვილი.