გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა

17-02-2023

სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა გაერთიანებულ ეთერში თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.


გია აბაშიძის თქმით, სატელევიზო რეიტინგების მიხედვით, 16 თებერვალს სამი ოპოზიციური ტელეკომპანიის გაერთიანებული ეთერის მიუხედავად, „მთავარმა არხმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა, „ტვ პირველმა“ მე-8, ხოლო, „ფორმულამ“ - მე-10.


„სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა გაერთიანებულ ეთერში თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა, რომელსაც “პოსტივიმ” კვლავ დამაჯერებლად გაუსწრო. რაც შეეხება “ტვ1”-ს და “ფორმულას”, ისინი მე-8 და მე-10 ადგილებს ინაწილებენ. “ტვ1”-ს უსწრებს “მარაო”, GDS და “კომედი ტვ”, ხოლო “ფორმულას” “ალტინფოც” კი“ - წერს აბაშიძე.