გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

როგორი კანონი მოქმედებს გერმანიაში ლობისტებისა და NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობაზე

17-02-2023

გერმანიის ბუნდესტაგში ლობისტების რეესტრი მოქმედებს, სახელწოდებით lobbyregister.bundestag.de, სადაც ლობისტური ორგანიზაციები წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების, გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ბუნდესტაგის წინაშე დეტალურ ინფორმაციას წარადგენენ.


როგორც რეესტრის აღწერაშია მითითებული, ლობის რეგისტრაციის გვერდის მიზანია ინტერესების წარმომადგენლობა გერმანიის ბუნდესტაგსა და ფედერალურ მთავრობაში. მათი განმარტებით, ლობისტური ორგანიზაციების სოციალური ინტერესების წარმოჩენა პოლიტიკასა და საზოგადოებაში დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.


ლობის რეესტრი საშუალებას იძლევა გამჭვირვალე გახადოს ორგანიზაციების გავლენა სხვადასხვა სტრუქტურაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას პოლიტიკის მიმართ და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ლეგიტიმურობას პარლამენტსა და მთავრობაში. ასევე, მისი მიზანია ამ პროცესებში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობის შექმნა.


ლობისტების რეესტრში დარეგისტრირებულია ორგანიზაცი Transparency International Deutschland-იც, რომელიც ყოველწლიურად ბუნდესტაგისა და ფედერალური მთავრობის წინაშე ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს. რეესტრში ასევე რეგისტრირებულია Amnesty International, Human Rights Watch.
ლობისტების რეესტრში ფინანსურ ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება კორპორაციებისთვის კომერციული კოდექსის ბუღალტრული აღრიცხვის დებულებების საფუძველზე.