გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგანმანათლებლო პროგრამა - ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’, აქტიურად გრძელდება

17-02-2023

დღეს, სკოლა ,,ევრო 2000’’ ის მე-7გ კლასის მოსწავლეები (პედაგოგი-სულხან ოქროპირიძე) საგანმანათლებლო პროგრამაში ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’ ჩართვის სურვილით გონიო-აფსაროსის მუზეუმს ეწვივნენ.

 

გაკვეთილის თემად ,,რომაული საბრძოლო იარაღები’’ შეარჩიეს, რომლის ფარგლებშიც მოისმინეს ინფორმაცია რომაული არმიის - ლეგიონის შემადგენლობაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, ლეგიონის ძირითად და დამხმარე იარაღების სახეებზე.

 

გაეცნენ ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას. ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის გასართობ - შემეცნებითი აქტივობებში. გაკვეთილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ - თანამშრომელი, კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.