გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად თამარ წუწუნავა აირჩიეს

17-02-2023

თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის წარდგინებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთო ინჟინერ-გეოლოგი, სამეცნიერო ტექნიკური ლიტერატურის მთარგ­მნე­ლი ინგლისური ენის სპეციალობით თამარ წუწუნავა ხელახლა  აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად.

 

თამარ წუწუნავამ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო. იგი არის ასზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის, 2 მონოგრაფიის, 1 დამხმარე სახელმძღვანელოს, 1 ლექსიკონის ავტორი და რედაქტორი, მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული მაქვს 3 სამეცნიერო გრანტი (მათ შორის არის 2 საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი). იგი რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია; მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის, ღირსების ორდენი.

 

გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, გეოლოგიის ინსტიტუტის რამდენიმე თაობის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. გეოლოგიის ინსტიტუტის  ძირითად ამოცანას წარმოადგენს დედამიწის წიაღში და მის ზედაპირზე არსებული მოვლენების შესწავლის მიზნით, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების წარმოება და მათი შედეგების გავრცელება; კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით.

 

ინსტიტუტში ფუნქციონირებს გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, სადაც კვლევები ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ბოლო წლებში შეძენილი ხელსაწყო-დანადგარებისა და ანალიტიკური აპარატურის  თანამედროვე მოდელების გამოყენებით. ამჟამად, გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიაში ანალი­ტი­კური კვლევები მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარ­ტების შესაბამის დონეზე. აღნიშნულ ლაბო­რა­ტორიას აქვს არა მარტო სამეცნიერო დანიშნულება, არამედ იგი საუკეთესო სასწავლო-პრაქტიკულ ბაზას წარმოადგენს ბაკალავრიატის სტუდეტების, მაგისტრან­ტებისა და დოქტორანტებისთვის. ინსტიტუტი ასრულებს, აგრეთვე, საწარმოებისა და სხვადასხვა დარგობრივი უწყებების დაკვეთით ანალიტიკური ხასიათის სამუშაოებს.