გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან საქართველოში საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები მიმოიხილა

18-02-2023

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
 
პრემიერმა EIB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწვეს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
 
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო EIB-ის მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დადებითად შეფასდა პროგრამები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების, ისევე როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
 
EIB -თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 2.04 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.