გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ავარიის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

16-07-2018

ქუთაისში,ე.წ საღორიას დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი კი დაშავდა.

პოლიციელები ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.


უწყების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.


როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"პია"