გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

19-02-2023

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და  გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტვიტერზე" წერს. 


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. 
 
„მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და  გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინსვლას და მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს", - აღნიშნავს პრემიერი.