გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება

19-02-2023

განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეუთოს გენერალურ მდივან, ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
 
"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთოს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის"- წერს პრემიერი.