გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

19-02-2023

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
  
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
  
„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიულ სესიაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საქართველო მზადაა შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.