16-07-2018
ეს არის ახალგაზრდა, 47 წლის სრულიად გაწონასწორებელი ადამიანი, ის ნასვამი არ მჯდა რა საჭესთან, როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, გამოძიებენ ყველაფერს, იმედია, ფაქტია, რომ მძღოლებმა შესაბამისი სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს...
- ბავშვების დედა როგორ არის?
- ფიზიკურად თითქოს არა უშავს, მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მხოლოდ ლავიწის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. მიმი კი მანქანის იმ მხარეს იჯდა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ფორმაც დაკარგა. ბავშვებიც საშინლად დაზიანდნენ.
საავადმყოფომდე ცოცხლები კი მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ეს შეუძლებელი იყოს. ადამიანი ყველაფერს იტანს, მაგრამ თეონას ამის გადატანა ძალიან გაუჭირდება.... ჯერჯერობით არც კი იცის, რომ ქმარ-შვილი აღარ ჰყავს... მას და მამამისს ექიმები დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება...
მან დაკარგა ის, რითაც არსებობდა და სუნთქვადა. მიმისთანა ბიჭი იშვიათობაა, - გარდაცვლილ ადამიანზე ყოველთვის ამას ამბობენ, მაგრამ ის მართლა სიკეთის განსახიერება იყო. მიმი სამტრედიელია. ბათუმში მუშაობდა და ასე გაიცნო თეონა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ... პატარები შვიდთვიანები დაიბადნენ, ძალიან სუსტები იყვნენ და კარგა ხანს იყვნენ საავადმყოფოში, ამ დროში მიმი ისე ღელავდა, ვერ წყნარებოდა, გოგონები რომ გამოიყვანეს, სულ ჩახუტებული დაჰყავდა.