გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ევროსპორტის კომენტატორი: ბაკურიანი, საქართველო აუცილებლად უნდა შეიტანოთ მოსანახულებელი ადგილების სიაში

20-02-2023

ევროსპორტის კომენტატორი ბრედ ჯეი მაყურებელს ბაკურიანისა და საქართველოს მონახულებას ურჩევს.


"ბაკურიანი, საქართველო" - საოცარი ადგილი, რომელიც თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ", - აღნიშნა წამყვანმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრის კომენტირებისას. მისი თქმით, ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ.


საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.