გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერში" ეხმაურება

20-02-2023

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

 
„ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით,"- აღნიშნულია „ტვიტში". 


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.