გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება

20-02-2023

დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49 %-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, თუმცა ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდება მთავრობა და სამუშაოები წელსვე დაიწყება.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა და აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე მუშაობა.

„დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49 %-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები",- განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.