გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის" ხელმძღვანელობას შეხვდა

20-02-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის" აღმასრულებელ დირექტორს ტომას პიხლერს, ექსპორტის დირექტორს ალექსანდერ კლიმერს, რეგიონალურ დირექტორს ვალერი იაშინსა და სამხრეთ კავკასიის დირექტორს ნიკოლოზ გრძელიძეს შეხვდა.

 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და `მთის ტრასების კომპანიის` დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე. 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „დოპელმაიერი" საქართველოში ხვალ სამუშაო შეხვედრას ატარებს პარტნიორებთან რეგიონის 7 ქვეყნიდან, რომლის 40-მდე მონაწილე ადგილზე გაეცნობა საქართველოს მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების, განსაკუთრებით კი, სამთო - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების წარმატებულ მაგალითებს. ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ვიზიტი ბაკურიანში, სადაც ისინი ადგილზე ნახავენ კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე ჩემპიონატს. 


ავსტრიული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიულოცა ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამო და აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანას ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი. ითქვა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მყარი და თანამიმდევრული პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში განავითარო საერთაშორისო სტანდარტის სამთო კურორტი. 


შეხვედრაზე „დოპელმაიერის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა,  ჩაერთონ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს.