16-07-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელმა სპასოვკამ „ღორჯომლობის“ დღესასწაულს უმასპინძლა.
„ღორჯომლობა“ 14 ივლისს ჩატარდა, სადაც სხვადასხვა სახის წარმოდგენები გაიმართა, იყო ფეხბურთის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელშიც ისევ ადგილობრივმა სპასოვკის ნორჩმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს, ასევე დღესასწაულს ესწრებოდნენ აჭარიდან ჩამოსული სტუმრები, იყვნენ ბათუმის ახალგაზრდთა სასახლის მოსწავლეები, რომლებმაც დღესასწაული თავიანთი ლამაზი ლექსებით გაალამაზეს.
დღესასწაულს ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერი ქალბატონი ანი მოსოიანი, მისი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მერიას სამსახურების უფროსები და სხვა თანამშრომლები.
ღონისძიების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით.
,,ღორჯომლობას „ აფორმებდნენ ქართული ცეკვებით, სიმღერებით, ლექსებით, სპორტული აქტივობებით და სხვა...
აღსანიშნავია, რომ მეორე წელია რაც იმართება „ღორჯომლობა’’ და შემდგომში ეს ღონისძიება უფრო მრავალფეროვან ხასიათს შეიძენს და ექნება ახალი სახელწოდება „ერთობა“, რაც საქართველოში მცხოვრები ერების, მათი კულტურის გაერთიანება და ინტეგრირებას ნიშნავს.