21-02-2023
„გამოგორდა“ უწიგნური კალაძე და განაცხადა, რომ არ აინტერესებს მარია ზახაროვას განცხადება, შინაარსით, რომ რუსეთის დავალებით, „ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილი ციხეში ჰყავს. კალაძეს ეს არ აინტერესებს, რადგან ეს არის სიმართლე და მას პასუხი არ აქვს, მაგრამ მთელ საზოგადოებას გვაინტერესებს. ის ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა სტრატეგიულ მოკავშირეებს უწოდებს ე.წ. მეგობრებს, ანუ ამბობს, მეგობრები არ არიან, ჩვენი მტრები არიანო და მათი რეკომენდაციები არ მაინტერესებსო. ჩვენი საზოგადოების 80 %-ზე მეტს კი აინტერესებს, უსმენს და მნიშვნელოვანია მათი აზრი! - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
"იცით, რატომ არ აინტერესებს კალაძეს არაფერი? იმიტომ, რომ მან მოახერხა და ავტობუსების შესყიდვა, პირველივე ლოტით, 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად განახორციელა, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენმა ქალაქებმა. საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს ფასთა სხვაობა, რომელიც ჯამში, 20 მილიონი დოლარია, ხალხის ფულიდან არის მითვისებული.
შეგახსენებთ ცნობილ გამონათქვამს - ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. მე, როგორც ქართველი ადამიანი, ივანიშვილისა და კალაძისნაირ ხელისუფლებას არ ვიმსახურებ! მათი განცხადებები აჩვენებს, როგორ არიან ისინი დაშორებულნი ჩვენს ხალხს, ჩვენი ხალხის მისწრაფებებს და როგორ კიდიათ ფეხებზე ხალხის ნება.
„ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ისარალეგიტიმური ხელისუფლებაა, ხოლო ამ განცხადებებით, რომელიც არის, პრაქტიკულად, რუსული აგენტურის ტოტალური„coming out “ საქართველოში, ისინი კარგავენ ლეგიტიმაციის უკანასკნელ ნარჩენებს!
როცა ავტობუსების საქმეზე ბატონი კალაძე გასამართლდება სამართლიან სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მისი ბედიც არავის დააინტერესებს და მისი პიროვნება არავის ემახსოვრება" - აცხადებს ოქრიაშვილი.